ჟურნალის შესახებ

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი“ არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ორენოვანი, საერთაშორისო სარედაქციო კოლეგიის მქონე, სამეცნიერო პერიოდული გამოცემა. მისი დაარსება „მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის“ (GDPR) ამოქმედების მეოთხე საიუბილეო თარიღს უკავშირდება. ჟურნალის ძირითადი ორიენტირი საჯარო სამართლის დარგობრივი მიმართულებით შედარებითსამართლებრივი დისკურსის წარმართვა და მკვლევართა სამეცნიერო პლატფორმის ჩამოყალიბებაა. ჟურნალში ქვეყნდება ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა, განსაკუთრებით კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის დარგში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომები. მისი მიზანია აქტუალურ საკითხთა სამართლებრივი ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენა და საზოგადოების მართლშეგნების ამაღლება. ჟურნალის მისიაა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ევროპულ სამართალთან, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა და დარგობრივი კვლევის შედეგების გაზიარება აკადემიური წრის, პრაქტიკოსი იურისტებისა და ზოგადად, მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის.


2023-03-14

საკონტაქტო მონაცემები

საქართველო, თბილისი, ნ.ვაჩნაძის №7,0105
2421000
office@pdps.ge

სოციალური ქსელი