ჟურნალი №2
საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილების ევოლუცია და რევოლუცია უნგრეთში „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ (GDPR) გათვალისწინებით
∘ გერგელი ბარაბასი ∘

აბსტრაქტი


მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაცია (GDPR) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ სამართალში „თამაშის წესებს“ ცვლის. მისი დამსახურებით რევოლუციური ცვლილებები განხორციელდა საზედამხედველო ორგანოების მასშტაბური გარდაქმნისთვის, პროცედურული და სასამართლო სისტემასთან ურთიერთობის თვალსაზრისით. GDPR-მა მკვეთრად გაზარდა კონფიდენციალობის შესახებ ცნობიერება სხვადასხვა ორგანიზაციაში და ამ რადიკალურმა გარღვევამ ასახვა ჰპოვა მონაცემთა სუბიექტების, დამმუშავებელი ორგანიზაციების და სასამართლოების შეხედულებებსა და ქცევებში მონაცემთა დაცვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. უნგრეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი განვითარდა არსებითი, პროცედურული და საორგანიზაციო ცვლილებების შედეგად. გამოიკვეთა ცალსახა მიმართულება, სადაც მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებული სერვისების გაზრდა მოითხოვს პერსონალური მონაცემების დაცვის ძლიერ და ეფექტიან უფლებამოსილებებს. უნგრეთში მონაცემთა დაცვის კანონის შემუშავებამ ორგანიზაციული და პროცედურული სამართლებრივი ბაზა შეუქმნა ადმინისტრაციული ტიპის მოდელს, მაკორექტირებელი უფლებამოსილების ეფექტური ინსტრუმენტების შექმნის გზით. ამ პროცესში ადმინისტრაციული მართლმსაჯულების როლი გამოიხატება ადმინისტრაციული სასამართლოების მიერ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ინტერპრეტაციაში. საკითხი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და ის საწყისი მოქმედებების ეტაპზეა. კვლევის მიზანია უნგრეთში, გასული 30 წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების წარმოდგენა, განსაკუთრებით მონაცემთა დაცვის ერთიანი ევროპული რეგულაციის გავლენის გათვალისწინებით. ნაშრომი წარმოაჩენს, თუ რა გავლენა მოახდინა GDPR-მა საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილებებზე.

იხილეთ სრული: 


საკონტაქტო მონაცემები

საქართველო, თბილისი, ნ.ვაჩნაძის №7,0105
2421000
office@pdps.ge

სოციალური ქსელი