ჟურნალი №2
დიდი მონაცემების დამუშავებისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი გამოწვევები
∘ ზვიად გაბისონია ∘

აბსტრაქტი


თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფად განვითარების ფონზე იზრდება დიდი მონაცემების (Big Data) დამუშავების მასშტაბები, რაც გამოწვევის წინაშე აყენებს პერსონალური მონაცემების სამართლებრივი დაცვის საკითხებს. დიდი მონაცემების დამუშავება თანამედროვე ტექნოლოგიების (მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის) „საწვავს“ წარმოადგენს. „დიდი მონაცემები“ ინფორმაციული ტექნოლოგიების მეცნიერებაში დამკვიდრებული ტერმინია და მისი ოფიციალური განმარტება თითქმის არ არსებობს. ყველაზე ცნობილი განმარტების მიხედვით, ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება იმ მოცულობის მონაცემთა სიმრავლე, რომლის შეგროვება, მართვა და დამუშავება ტრადიციული მონაცემთა ბაზებისა და შესაბამისი პროგრამების შესაძლებლობებს ბევრად აღემატება. სტატიაში განხილულია დიდი მონაცემების დამუშავებისას პერსონალურ მონაცემთა სამართლებრივი დაცვის კანონმდებლობა ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქვეყნების: აშშ-ს და ჩინეთის სამართლებრივი ბაზის მაგალითზე. ნაჩვენებია ის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები, რაც თან სდევს დიდი მონაცემების დამუშავების მასშტაბების ზრდას პერსონალური მონაცემების დაცვის კონტექსტში

იხილეთ სრული: 


საკონტაქტო მონაცემები

საქართველო, თბილისი, ნ.ვაჩნაძის №7,0105
2421000
office@pdps.ge

სოციალური ქსელი